ხელოვნური ინტელექტი (ნეირო ქსელი) - ახალი ეპოქის დასაწყისია

Article Image
ხელოვნური ინტელექტი (AI) იგივე ნეირო ქსელი (Neural network) - ჩვენი დროის ყველაზე რევოლუციური ტექნოლოგია გახლავთ.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში AI-მ გაიარა ისეთი გზა, რაც კაცობრიობას სხვა ტექნოლოგიებში ათეულობით წელი დასჭირდა.

რა არის ხელოვნური ინტელექტი?

ხელოვნური ინტელექტი (ნეირო ქსელი) არის კომპიუტერული სისტემა, რომელსაც შეუძლია ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებიც ადამიანის ინტელექტს მოითხოვს:
სწავლა, მსჯელობა, პრობლემების გადაჭრა, ენის გაგება და გადაწყვეტილებების მიღება.

2022 წელს OpenAI-ის მიერ გამოშვებულმა ChatGPT-მ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
პირველი 5 დღის განმავლობაში 1 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა დარეგისტრირდა.
ამის შემდეგ Google-მა გამოუშვა:
Gemini, Anthropic-მა - Claude, Meta-მ - Llama.

AI ყოველდღიურ ცხოვრებაში

დღეს AI გამოიყენება:

• მედიცინაში - ავადმყოფობების დიაგნოსტიკისთვის.
• განათლებაში - პერსონალიზებული სწავლებისთვის.
• ბიზნესში - ავტომატიზაციისა და ეფექტურობისთვის.
• შემოქმედებით სფეროში - სურათების, მუსიკისა და ტექსტის შესაქმნელად.
• კიბერუსაფრთხოებაში - საფრთხეების გამოვლენისთვის.

საქართველო 🇬🇪 🇬🇪 და AI

საქართველოშიც 🇬🇪 🇬🇪 სულ უფრო მეტი ორგანიზაცია იწყებს AI-ის გამოყენებას.
ბანკები, სამედიცინო დაწესებულებები და სტარტაპები ეყრდნობიან ხელოვნურ ინტელექტს ეფექტურობის გასაზრდელად.

მომავლის გამოწვევები

AI-ის განვითარება მთელ რიგ კითხვებს ბადებს:
შეცვლის თუ არა AI ადამიანების სამუშაო ადგილებს?
ვინ გააკონტროლებს ამ ტექნოლოგიას?
როგორ დავიცვათ კონფიდენციალურობა?

უკვე ერთი რამ ცხადია - ხელოვნური ინტელექტი AI იგივე ნეირო ქსელი Neural network უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

გამოქვეყნების თარიღი: 07.05.2026

ავტორი: საკუთარი აზრის მქონე ადამიანი

კომენტარები

ჯერ არავის დაუწერია კომენტარი. იყავი პირველი!

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ.