„ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, ხანგრძლივი ომისთვის დასავლეთი მზად არ აღმოჩნდა. რაც კრემლისთვის ხელსაყრელია.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ BRICS-ი რეალობაში განახორციელებს ჩანაფიქრს, შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენ სამყაროზე დასავლური ფინანსური სისტემის ბატონობის ეპოქა დასრულდება.
მსოფლიო რამდენიმე პოლარულად დაიყოფა. რეალურ პოლარულად და არა სიტყვებით. და ამ პროცესის შეჩერება, როგორც ჩანს, უკვე შეუძლებელია, რადგან ამერიკას ახლა არანაირი ახალი «ფუნთუშის» შეთავაზება არ შეუძლია. რადგანაც არაფერი აქვს შესათავაზებელი.
რაში ჭირდება ამერიკას ისრაელი 🇮🇱?
სინამდვილეში, მთელი ძირითადი ვაჭრობა ყოველთვის წყლით მიმდინარეობდა და არა ხმელეთით.
პირველ რიგში, ის სახელმწიფოები ყვაოდა, რომლებიც ზღვებთან და ოკეანეებთან ახლოს მდებარეობდნენ.
ამიტომაც არის ყველა დროში უდიდესი სრუტეების და მათზე კონტროლის როლი ძალიან მნიშვნელოვანი.
სხვადასხვა გავლენიანი სახელმწიფოების მთავრობების, იმპერატორების, პრეზიდენტების თუ გენერალ მაიორების მრავალსაუკუნოვანი ოცნება იყო, საზღვაო ვაჭრობის შეუფერხებლად წარმოების შესაძლებლობა.
ამ მიზეზით, სტალინმა ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ დღის სინათლე ენახა სახელმწიფოს, სახელწოდებით "ისრაელი 🇮🇱".
ისრაელს 🇮🇱 ხელი უნდა შეეწყო როგორც სუეცის არხის, ისე ბოსფორისა და დარდანელის გაკონტროლებაში. ეს გონივრულია.
თუმცა, აშშ 🇺🇸-მა და ინგლისმა 🇬🇧, სსრკ-თან სრულმასშტაბიანი ომისა და სსრკ-ის წინააღმდეგ ატომური ბომბის გამოყენების მუქარით, სტალინს არ მისცეს ოპერაციის ჩატარების საშუალება, რათა სტამბოლი და სრუტეები საბჭოთა კონტროლქვეშ აეღო. ანუ ოცნება ოცნებად დარჩა.
1956 წლიდან ისრაელისადმი 🇮🇱 ინტერესი ამერიკამ და ევროპამ გამოიჩინეს იმისათვის, რომ იქედან გაეკონტროლებინათ "სუეცის არხის" მუშაობა.
"სუეცის არხი" ხომ ეროვნულ საკუთრებად გამოცხადდა, საიდანაც ინგლისელები 🇬🇧 და ფრანგები გააძევეს.
"სუეცის არხის" გავლით ევროპასა და აშშ 🇺🇸-ში მიდიოდა ნავთობი, სხვადასხვა იაფი მასალა და ნედლეული აზიიდან. და რაც მთავარია (ხაზგასმით მინდა ავღნიშნო) იაფი სურსათი, აზიური ქვეყნებიდან.
ნავთობი თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალაა, ხოლო იაფი საჭმელი, ამასთანავე ამომრჩეველთა ლოიალობის გარანტიაა.
თუმცა, სამყაროში ყველაფერი ცვალებადია და იცვლება:
აზიას, ჩინეთისა 🇨🇳 და ინდოეთის მეთაურობით, აღარ სურს დასავლეთს ყველაფერი იაფად დაუთმოს. რაღაც-რაღაცეებს ახლა თვითონაც მოიხმარენ.
ხოლო ნავთობის შეიხებმა დაიწყეს თავიანთი ტანკერების გადამისამართება აზიისაკენ, პირველ რიგში ჩინეთში 🇨🇳, და მისგან გადახდების მიღება, სხვათა შორის, უკვე "იუანებში" და არა "დოლარებში" წარიმართება.
ასეთ ვითარებაში დადგა საკითხი დასავლეთისთვის ისრაელის 🇮🇱 საჭიროების შესახებ.
ევროპამ საფრანგეთის 🇫🇷 პრეზიდენტის, მაკრონის სახელით (რომელსაც როტშილდების ოჯახის წევრად მიიჩნევენ) განუმარტა ისრაელს 🇮🇱, რომ მისი მნიშვნელობა ევროპისთვის მკვეთრად შემცირდა.
და ევროპა ისრაელის 🇮🇱 მხარეს მეზობლებთან საომრად ჩაბმას არ აპირებს. მეტიც, მაკრონი ცდილობს დააყოლიოს ნეთანიაჰუ, რომ დამშვიდდეს.
აშშ 🇺🇸 კი ისრაელის 🇮🇱 მხარდაჭერაზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა თავისი შიდა პოლიტიკური უთანხმოებების გამო, ისრაელის 🇮🇱 ნებისმიერ ქმედებას ბრმად მიჰყვეს, ესეც არ სურს.
ყოველ შემთხვევაში, დაიწყოს ომი ისრაელის 🇮🇱 მხარეს ღიად არაბებისა და სპარსელების წინააღმდეგ, ამისათვის მას ამჟამად უბრალოდ არც სურვილი აქვს, არც რესურსები და არც ფული.
ამერიკას შეუძლია ყველაფერი, მაგრამ ფული არ არის! საიდან აიღონ ფული?
62 მილიონი ამერიკელი ასე თუ ისე ამა თუ იმ შემწეობით ცხოვრობს.
აშშ 🇺🇸-ის ბიუჯეტის ხარჯების 42% ეს არის სხვადასხვა შემწეობა და სუბსიდია.
არსებითად, სოციალისტური სახელმწიფოს ბალანსია, შეიძლება ასეც ითქვას, ოდნავ კადნიერადაც კი.
და საიდან აიღონ ფული ამ ყველაფრისთვის?
და ეს იმის ფონზე, რომ ირანის 🇮🇷 ზურგს უკან, ჩინეთი 🇨🇳 დგას.
ჩინეთმა 🇨🇳 ინვესტიცია ჩადო ირანში 🇮🇷, ის მისი ნავთობის მთავარი მყიდველი გახლავთ.
სარაკეტო დარტყმების გაცვლა, რაც წელს უკვე ორჯერ მოხდა ირანსა 🇮🇷 და ისრაელს 🇮🇱 შორის, ჩემი აზრით, ასეთი რამ იმით იყო გამოწვეული, რომ მათ საშუალება მისცა ორთავე სახელმწიფოს შეენაჩუნებინათ სახე და ეჩვენებინათ თავიანთი გადაწყვეტილება.
მეორე მხრივ, გამოქვეყნებული თანამგზავრული ფოტოები და სხვადასხვა ვიდეოკადრები, რაღაც ძალიან საეჭვო ხარისხისა და წარმოშობისაა და ნდობას არ იწვევს მოსახლეობაში. უფრო მეტი ბურუსი და კითხვით ნიშნები დგას.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ორივე მხარე წინასწარ, მესამე პირების მეშვეობით, ატყობინებდა მოწინააღმდეგეს, სად და როდის გაუშვებდნენ რაკეტებს. დამეთანხმებით ალბათ იამში, რომ ეს ყველაფერი რაც ეხლა ჩვენს ირგვლივ ხდება, ისე ტყვილა უბრალოდ არ ჩაივლის. დიდი ომი იქნება, რომელიც დედამიწის მოსახლეობის დიდ ნაწილს გაანადგურებს.
ეს ომი, კიდევ უფრო ნაკლებად ჭირდებათ ამერიკელებს, თავიანთ ამჟამინდელ პოლიტიკურ შერკინებაში, რადგან ამერიკას ირანთან 🇮🇷 ომისთვის ფული არ გააჩნია.
ირანი 🇮🇷 სერიოზული «კერკეტია», ამერიკელებს კი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ. მათ სრულიად არ სჭირდებათ, რომ ამერიკულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასები მკვეთრად გაიზარდოს, რადგან ირანზე 🇮🇷 სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში, ირანმა 🇮🇷 გააფრთხილა: ის მიაყენებს დარტყმას და ჩაკეტავს "ჰორმუზის სრუტეს". ეს მარტივად კეთდება, ყველაფერი ახლოსაა და ამისათვის საჭირო ყველა დაზიანების საშუალება (თანაც ეფექტური) ირანს 🇮🇷 აქვს. შესაბამისად, ამბობენ, რომ ირანმა 🇮🇷 ამ ყველაფრის შესახებ უკვე გააფრთხილა კიდეც ზრდილობიანი ფორმით სხვებიც. ასე რომ, ყველაფერი იმაზე საინტერესოა, ვიდრე ჩანს.
აი, მკვეთრი გამწვავება კორეის ნახევარკუნძულზე, ეს უკვე არ არის «გარიგებული თამაში». ეს იმის შედეგია, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დაიწყო უარის თქმა ჩრდილოეთ კორეასთან დაახლოების შესახებ, ადრე მიღწეულ შეთანხმებებზე.
სამხრეთ კორეა ყოველთვის ეფარებოდა ამერიკას, რომელიც მის ზურგს უკან დგას როგორც ფულით, ისე შეიარაღებული ძალებით.
ხოლო დამოუკიდებელი, სუვერენული ჩრდილოეთ კორეის ზურგს უკან უკვე არა მხოლოდ ჩინეთი 🇨🇳 მოჩანს, არამედ გამოჩნდა რუსეთიც 🇷🇺.
ამრიგად, აშშ 🇺🇸 ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ხან მხოლოდ უკრაინის 🇺🇦 დახმარებით იყვნენ დაკავებულნი, ახლა კიდე დაემატა პრობლემები ჩინეთისა 🇨🇳 და ტაივანის გარშემო, ახლა კი პრობლემები ისრაელთან 🇮🇱 და მისი მეზობლებთან ომების გარშემო.
ხოლო ახლა კორეის ნახევარკუნძულიც კი გავარვარდა.
ეყოფათ თუ არა ამერიკელებს რესურსები და ძალები ყველა ამ კონფლიქტში მონაწილეობისთვის?
ეყოფათ თუ არა კომპეტენტური ადამიანები? კომპეტენტური ადამიანების მხრივ ახლა მთელ მსოფლიოში დიდი პრობლემა და დეფიციტია.
თან ეს ყველაფერი თავიანთი შიდა პრობლემების ფონზე. არა მგონია, რომ მათ ამ ყველაფერზე ძალები ეყოთ.
არჩევნები აშშ 🇺🇸-ში გახლავთ, ბრძოლა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიუჯეტისთვის, რაც გადაიქცა რაღაც ქუჩურ უზნეობად.
და რაში გადაიზარდება ეს, არავინ იცის.
ასე და ამგვარად, ყველას აინტერესებს თუ რა გველოდება წინ.
შეგახსენბთ, რომ ისტორია მეორდება.
ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას.
მადლობთ ყურადღებისთვის.
დასავლეთი არ აღმოჩნდა შესაბამისად მზად

კომენტარები
ჯერ არავის დაუწერია კომენტარი. იყავი პირველი!
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ.