მსოფლიოს სრული განულება

Article Image
რა შემთხვევაში ხდება დიდ სახელმწიფოებს შორის ომი?
მაშინ, როდესაც თამაშის წესებს უკვე, აღარავის აღარ იცავს.
ავტორი - ადამიანი განსხვავებული ხედვით.
მოგესალმებით - რაც უფრო დრო გადის, მით უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ დიდი ომი გარდაუვალია. უკვე აქედან უნდა დაიწყო არა მხოლოდ ფიქრი არამედ ქმედება იმისათვის, რომ გადარჩე შენ და შენი ოჯახის წევრები. სადაც გექნება საკუთარი თავშესაფარი. სადაც შენ და შენი ოჯახის წევრები დაცული იქნებით, იმ დიდი მოსალოდნელი საფრთხისაგან, რომელიც მოსალოდნელია უახლოეს მომავალში. საკვებით, მედიკამენტებით და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით.
საუბარი მინდა დავიწყო 26 ივნის თურქეთის თავდაცვის მინისტრის იასარ გულერის მიერ გაჟღერებულ ფრაზაზე: „არავის არ სურს მესამე მსოფლიო ომი, მითუმეტეს თურქეთს, მაგრამ რომ რამე, ჩვენი არმია მზადარის ნებისმიერი სცენარისთვის“ - ესე იგი, თურქეთი უკვე ინფორმირებულია მოსალოდნელი დიდი ომის შესახებ.
ის რაც ეხლა ხდება, გლობალურ პოლიტიკაში, ძალიან წააგავს გასული საუკუნის დასაწყის. როდესაც დიდი სახელმწიფოები გაიძახოდნენ: „ომი არავის არ გვინდაო“ და თან, არავის ერთმანეთის მიმართ არანაირი ნდობა არ გააჩნდა. სინამდვილეში ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა მუქარით და განადგურებით. ვგულისხმობ მაშინდელ დიდ სახელმწიფოებს. და შედეგიც მალევე მიიღეს. 1914 წლის 28 ივლის, დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელიც ოთხ წელზე დიდხანს გაგრძელდა და 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ უნდა ფლობდე უახლოეს ისტორიას რაც შეიძლება კარგად, რადგანაც სავსებით შესაძლებელია, ეხლაც იგივე განმეორდეს, რაც 1914 წელს მოხდა.
რაც ეხლა ხდება მსოფლიოში, ვგულისხმობ უკრაინას და ისრაელს, ძალიან ჰგავს ბრძოლას წესების გარეშე. რამოდენიმე დღის წინ პუტინმა გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ რუსეთი იწყებს საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტების წარმოებას. რის მიზეზადაც ის ასახელებს იმას, რომ აშშ-ი მასიურად ამარაგებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს და არა მხოლოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ასე სხვებსაც, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტებით.
მინდა აქვე შეგახსენოთ, რომ 2019 წელს აშშ-ი გამოვიდა სამხედრო სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეთანხმებიდან. 2010 წლის 8 აპრილს პრაღაში, რუსეთსა და აშშ-ებს შორის, დაიდო ორმხრივი სამხედრო შეთანმება, იმის შესახებ, რომ ორივე მხარე შეზღუდავდა საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტების წარმოებას 10 წლის ვადით. თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე აშშ-ი ამ შეთანხმებიდან ერთი წლით ადრე გამოვიდა.
ინტერნეტ გამომცემლობა The Telegraph წერს, რომ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უკვე ძალიან საეჭვოა გახლავთ. დემოკრატებს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე მოესაზრებოდათ, საპრეზიდენტო კანდიდატად. თუმცა როგორც ცნობილი გახდა ქალბატონ-მა მიშელ ობამამ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ასე, რომ ჯერ-ჯერობით დემოკრატებს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი აქვთ. ვნახოთ თუ ვის კანდიდატს წარმოადგენს, დემოკრატები უახლოეს მომავალში.
26 ივნის, ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, ღამით დაეშვა სპეც რეისი, რომლითაც ჩამოვიდა ცოცხალი ლეგენდა, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი. ავსტრალიელი ინტერნეტ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. ხაკერი, პოლიტპატიმარი. ასეთი სტატუსით არის ის ცნობილი მთელ მსოფლიოში.
აეროპორტში ცოცხალი ლეგენდის დაბრუნებას, აურაცხელი რაოდენობის ჟურნალისტები ელოდნენ. ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა პრესისა და საინფომაციო საშულებებით, სათაურით „ჯულიან ასანჟი თავის სამშობლოში მოულოდნელად დაბრუნდა“. თქვენ ეხლა ხედავთ კადრებს თუ როგორ ეხვევა ის თავის მეუღლეს 12 წლის შემდეგ.
ვინ არის და რას წარმოადგენს 53 წლის ავსტრალიელი ინტერნეტ ჟურნალისტი, ხაკერი, პოლიტპატიმარი და საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი - ის დაიბადა ავსტრალიაში 1971 წლის 3 ივლისს. მან თავისი ჟურნალისტიკური და ხაკერული ნიჭით არა მხოლოდ დიდი სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში, არამედ მან მსოფლიო შეცვალა. ის პირველი იყო ვინც ამერიკელი სამხედროების დანაშაულებების ფაქტები მოიპოვა ერაყსა და ავღანეთში და გაავრცელა მთელ მსოფლიოში. რამაც პირაღმა დააყენა მთელი მსოფლიო. შეირყა ამერიკის სახელი. ყოველივე ამის მოყოლა ძალიან მარტივი გახლავთ, ხოლო რეალურად მისი გადატანა კი ძალიან რთული. რადგანაც ის მთელი 12 წელი დიდ დევნაში იმყოფებოდა. მას ამერიკის ხელისუფლება მთელი 12 წელი ეძებდა. რატომ? იმიტომ, რომ ის მთელ მსოფლიოს სიმართლეს უყვებოდა, იმის შესახებ თუ რა ხდებოდა რეალურად ჩვენს ირგვლივ. რისთვისაც მან ძალიან დიდი საფასური გადაიხადა. 12 წლიანი დევნა და პატიმრობა. თუმცა ყველასათვის სრულიად მოულოდნელად, ამერიკულმა არწივმა გადაწყვიტა მისი კლანჭებიდან გაეშვა ჯულიან ასანჟი
ბრედლი მენინგი იგივე ჩელსი მენინგი რომელმაც 2013 წელს ქირურგიული ჩარევის შედეგად სქესი გადაიკეთა და ის ჩელსი მენინგი გახდა. დაიბადა 1987 წლის 17 დეკემბერს - ყოფილი ამერიკელი სამხედრო, რომელსაც წვდომა ჰქონდა ამერიკელი სამხედროების საიდუმლო მასალებთან. სწორედ ბრედლი მენინგ-მა მიაწოდა ეს საიდუმლო სამხედრო მასალები ვიკილიქსის დამფუძვნებელს ჯულიან ასანჟ-ს. რა თქმა უნდა ბრედლი მენინგი ეხლა უკვე ჩელსი მენინგი დააპატიმრეს. თუმცა რამდენადაც ეს უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შეწყალებული იქნა. მართლაც უცნაურია. პიროვნება რომელმაც გასცა საიდუმლო სამხედრო მასალები შეწყალებული იქნა, ხოლო ის ვინც უშუალოდ გაავრცელა მასალები დაპატიმრებული. ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი 7 წელი თვით იზოლაციაში იმყოფებოდა ლონდონში ეკვადორის საელჩოში, ხოლო 5 წელი უშუალოდ ინგლისის ციხეში, რა თქმა უნდა ცალკე იზოლირებულ კამერაში. ის 12 წელი, ამერიკის სასამართლომ მას პატიმრობაში ჩაუთვალა და თავისუფლების სანაცვლოდ ჯულიან ასანჟ-ს წაყენებული ბრალის აღიარება მოთხოვა. რაზეც ჯულიან ასანჟი დათანხმდა და მან ბრალი აღიარა.
და ბოლოს - თუ გინდა რომ ვინმესგან სიმართლე გაიგო, მიეცი მას ნიღაბი და გეტყვის.
ნებისმიერი კონფლიქტი და ნებისმიერი დავა საბოლოოდ, გინდა არ გინდა მაგიდასთან დასხდომით და მოლაპარაკებით სრულდება, ისევე როგორც ეს მოხდა ვიკილიქსის დამფუძვნებლის ჯულიან ასანჟი-ს მაგალითზე. თუმცა არამგონია, რომ მხოლოდ ბრალის აღიარებაზე დათანხმებულიყო ამერიკის ხელისუფლება. იქნებოდა კიდე იქ რაღაც გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ბრალის აღირება. რასაც ჩვენ ვერასოდეს ვეღარ გავიგებთ. რასაც ვიკილიქსის დამფუძვნებელი ჯულიან ასანჟი სიცოცხლის ბოლომდე შეინახავს.

გამოქვეყნების თარიღი: 11.12.2025

ავტორი: საკუთარი აზრის მქონე ადამიანი

კომენტარები

webmaster 24.07.2026 18:21

აზროვნულია

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ.